12:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 13:18:55, 1299 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ენმ-ს" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ბრალდებული ნიკა მელია სხდომას არ ესწრება, ხოლო დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს,რომ ბრალდების მხარე მათ წინასწარ მტკიცებულებების და მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდის.

"მოსამართლის მითითებისა და შეთანხმების მიუხედავად, რომ მ ფორმატით უნდა გვემუშავა, დღემდე ბრალდების მხარე ცოცხალი თავით არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას, რომელი მოწმეებიც უნდა დაგვეკითხა დღეს. საერთოდ, მტკიცებულებებს არ ასაჯაროებენ. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ის შიშები, თუ რატომ არ უნდა გახდეს ცნობილი მხარისთვის, რა ფორმატით ვმუშაობთ.

შესაბამისად, დღეს პროცესი გაგრძელდება და ვნახავთ, რა იქნება, ჩვენს პოზიციას პროცესზე დავაფიქსირებთ. მე, ერთადერთი ვხსნი იმით, რომ უმეტესობა მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურიდან, ერთმნიშვნელოვნად იძლევიან ცრუ ჩვენებებს და არ უნდათ, წინასწარ საჯარო გახდეს მათი ვინაობა, ეშინიათ მოწმეთა დისკრედიტაციის“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ედება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics