12:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 11:07:14, 1078 ნახვა

სამართალი
გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით შვილის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს.-მ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს, იმ მიზეზით, რომ როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა, გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი.

სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ" ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics