05:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-30 13:01:44, 709 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა დაათვალიერა.

მინისტრი ახლად შექმნილი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორიაშიც იმყოფებოდა, რომელიც მცენარეთა დაავადებების და მავნებლების გამოვლენის, ასევე მწერების ბუნებრივი მტრების გამრავლების მიმართულებით იმუშავებს.

ლაბორატორიაში განხორციელდება აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა და ბიოლოგიური აგენტების ძიება. ფერმერებს საშუალება ექნებათ, ადგილზე მიიღონ ინფორმაცია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

ანასეულის ბაზაზე განთავსებულია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკის ცენტრი, ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ორანჟერეები, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოცდა, სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასება და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელება. ბაზაზე უკვე გამოყვანილია და ფერმერებს ახალი პლანტაციების გასაშენებლად გადაეცემათ ჩაის ახალი, სელექციური ჯიშის „კოლხიდა” 15 000-მდე მაღალი კატეგორიის ნერგი





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics