21:08 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 18:15:25, 846 ნახვა

რეგიონი
აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა პროფესიული განათლების მქონე პირებსა და სტუდენტებს მიეცემათ.

დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მქონე პირები და სტუდენტები არ დარჩებიან სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მიღმა.  ასევე, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კადრები მაქსიმალურად ჩაერთვება სტაჟირების პროგრამაში.

ცვლილება განხორციელდა  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში, რომლის მიხედვით,  სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს ჰქონდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics