|
2021-05-25 14:24:58, 982 ნახვა
სამხედრო
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გაიმართა
საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება. ღონისძიების გეგმით გათვალისწინებული სცენარის ბოლო დეტალები გენერალურ რეპეტიციაზე საბოლოოდ შეჯერდა. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტები, სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. დღეს კი, რეკრუტების ფიცის დადების რეპეტიციის პარალელურად საქართველოს ისტორიით, კულტურითა და საბრძოლო დიდებით გამორჩეული კუთხეებიდან თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორებზე ფიცის დადების რეპეტიციაც გაიმართა. გენერალურ რეპეტიციაზე კოლოფებად მოწყობილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სარდლობების, ქვედანაყოფებისა და სამხედრო სასწავლებლების სამხედრო მოსამსახურეები, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების (NRF) სამხედრო მოსამსახურეები და აშშ-ის არმიიისა და საზღვაო ქვეითთა ინსტრუქტორები. თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იყო ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები. გენერალური რეპეტიცია თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით წელს საქართველო ეროვნულ დღესასწაულს მოკრძალებულად ხვდება. შესაბამისად, წინა წლებისგან განსხვავებით თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები. მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნახვის შესაძლებლობა პირდაპირი ეთერის საშუალებით ექნებათ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)