|
2021-05-25 13:08:42, 682 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ აქციაზე - მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი?
მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს. როგორც მან აღნიშნა, ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. „ნამახვანთან“ დაკავშირებით, მე პირიქით, მინდა თქვენ დაგისვათ მთავარი შეკითხვა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი და შემდეგი თვეების განმავლობაში მისი აშენება არ ხდება, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელახლა მოხდება და ასევე თქვა, რომ დადებული ხელშეკრულების ექსპერტიზა და შეფასება მოხდება დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ, მაინტერესებს, რას აპროტესტებს ამ ჯგუფის ორგანიზატორი და რა არის დღეს მოთხოვნები, თუ არა ის, რომ საერთოდ გაუქმდეს ეს პროექტი. ეს დამოკიდებულება გახლავთ მიუღებელი, ულტიმატუმებით და კატეგორიულად საუბარი ვფიქრობ, არ არის ის ფორმა, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. ძალიან სერიოზული კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ აქციების რეალური მიზეზი. მეტი საჯარო განმარტებები უნდა გაკეთდეს აქციის მონაწილეების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული ინტერესია, რომ გაიზარდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და საქართველოში ენერგოსისტემამ გამოიმუშაოს მეტი ელექტროენერგია. ეს პირდაპირ დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და ახალ სამუშაო ადგილებთან. როცა ყველა კითხვაზე იყო პასუხები და დიალოგზე არის მზადყოფნა, რას ემსახურება ეს პროტესტი და არის თუ არა ეს მიმართული საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)