|
2021-05-25 11:13:31, 1252 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო „ჯილდო ცოდნისთვის“ ონლაინ კონკურსს აცხადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 25 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ატარებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში, 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის, ონლაინ ტესტირების და ვიდეოკონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში. კონკურსის მონაწილეებს, საკონკურსო 155 საკითხის წინასწარ გაცნობა და შესრულება შესაბამისი ვებგვერდის საშუალებით - testebi.mod.gov.ge შეეძლებათ. კონკურსის დროს, 155-იდან 60 საკითხს, აპლიკაცია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს. კონკურსის 10 საუკეთესო მონაწილის გამოვლენა, პირველ ეტაპზე, მოხდება ონლაინ ტესტირების დროს საკითხებზე გაცემული სწორი პასუხების რაოდენობის და მათ შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპზე, ვიდეოკონფერენციის დროს, დარჩენილი 95 საკითხიდან შერჩეულ სამ კითხვაზე გაცემული სწორი პასუხის საფუძველზე. საუკეთესო კონკურსანტების დასაჯილდოებლად შემდეგი ჯილდოებია გათვალისწინებული: I ადგილი - ნოუთბუქი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. II ადგილი - პლანშეტი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. III ადგილი - „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი. IV-X ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობა „არტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)