17:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 18:02:34, 892 ნახვა

მსოფლიო
ბელორუსის ოპოზიციური ტელეარხის Nexta- ს მთავარი რედაქტორი მინსკში თვითფრინავის გატაცების შედეგად დააკავეს

ბელორუსის ოპოზიციური  ტელეარხის Nexta- ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი მინსკის აეროპორტში დააკავეს.  ჟურნალისტი თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა. Ryanair- ის რეისი მინსკში მას შემდეგ დაეშვა "მაინინგის" შესახებ შეტყობინების მიიღო.
ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარმა დეპარტამენტმა, დაადასტურა პროტასევიჩის დაკავება მინსკის აეროპორტში. აღმოჩნდა, რომ განგაშის შეტყობინება ცრუ იყო და მიზნად ისახავდა თვითმფრინავის მინსკში დასმას.

თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ ყველა მგზავრი გაგზავნეს შემოწმებაზე. დოკუმენტების მეორე შემოწმების დროს პროტასევიჩი დააპატიმრეს. ფრენის დაწყებამდე მან თქვა, რომ ათენის აეროპორტში საეჭვო პირების მხრიდან თვალთვალი შენიშნა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციას თავად არალეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი ლუკაშენკო ხელმძღვანელობდა. Ryanair- ის რეისის მინსკში დასასმელად, ბელორუსის ძალოვანმა სტუქტურებმა МИГ-29 თვითმფრინავიც გამოიყენა.

ტელეარხი NEXTA ბელორუსში ექსტრემისტად გამოცხადდა. პროტასევიჩის დაპატიმრება ასევე დაადასტურა სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა, ფრანაკ ვიაჩორკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics