|
2021-05-23 16:08:50, 709 ნახვა
კომენტარი
ვარლამ გოლეთიანი - ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება
„ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“, - ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური დღის წესრიგით ბრძოლას არ აპირებს, რადგან ეს მათ ერთობას აზიანებს. „ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ არასდროს გვქონია ილუზია, რომ ერთი შეკრებით ყველა პრობლემა გადაწყდებოდა, რაც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ განწყობილი ვიყოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პრობლემის უცებ გადაწყვეტა შეიძლება, ვერ მოხდეს. მუდმივად აპელირებენ სოციალურ მედიაში და ტელესივრცეებში, რომ ჩვენ გვაქვს პარტიული მიზნები და ა.შ. ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლაში ისედაც ვართ, პოლიტიკური ბრძოლაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ეს ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. თუმცა, რატომ არ ვთვლით პარტიული დღის წესრიგით ბრძოლას საჭიროდ და რატომ მიგვაჩნია, რომ იმ დღის წესრიგს არ შეუძლია გადაგვიწყვიტოს ეს პრობლემა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არის დამანაწევრებელი იმ ერთობის, რაც ჩვენს წინაშე დგას. ადამიანები არიან სხვადასხვა პარტიული კუთვნილების, ამიტომ ჩვენ რომ ეს ვარკვიოთ, ვინ ვის ჯობია, ვინ უკეთესია, სწორი არ იქნება. ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ საქმეზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)