|
2021-05-21 12:17:44, 647 ნახვა
ეკონომიკა
საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი
ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ გასტრონომიულ ფესტივალზე „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Le Pont Caucasien" ორგანიზებით იქნება წარდგენილი. ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. Covid-19-ის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა წელს ლიმიტირებულია. კომპანიის Le Pont Caucasien" ხელმძღვანელი, ენოლოგი ილია კახოიძე ფესტივალის სტუმრებს იმ ღვინოებს გააცნობს, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში. ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie" 1989 წლიდან ტარდება და ითვლება ერთ-ერთ წამყვან გასტრონომიულ ღონისძიებად. მას სარესტორნო ქსელების, ღვინის ბარების და ღვინით ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობას ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება ყოველწლიურად მზარდია მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში, სადაც 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 114 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატებოდა 2019 წლის ექსპორტს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 16 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 180%-ს მიაღწია.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)