|
2021-05-19 16:55:25, 1036 ნახვა
სამხედრო
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის
ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. საბუთების მიღება იწარმოებს ლიცეუმში 2021 წლის 21 ივნისიდან 4 ივლისამდე ყოველდღიურად გარდა კვირა დღისა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის №51 საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე ასევე, ერთ-ერთი მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით) და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1.მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება მოსწავლის მიღების შესახებ; 2.მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; 3.მოსწავლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის დედანი და ასლი; 4.მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი და ასლი; 5.ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100); 6. ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (IX კლასი) მიმდინარე წელს დამთავრების შესახებ; 7.მონაცემები მოსწავლის წლიური (IXკლასი) შეფასების შესახებ და დახასიათება ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებიდან; 8.მოსწავლის ავტობიოგრაფია; 9.ფერადი სურათი 3/4-ზე (2 ცალი). გაითვალისწინეთ: რეგისტრაციაზე გამოცხადებულმა პირებმა უნდა დაიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციების წესები- აუცილებელია იქონიოთ პირბადე და ხელთათმანი. რეგისტრირებულ მოსწავლეს ჩასაბარებელი ექნება მათემატიკისა და ზოგადი უნარების (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) ტესტები. გამოცდების თარიღები და ჩატარების ადგილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)