17:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 11:46:40, 1196 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თურქეთის პრეზიდენტს, თავი შეიკავოს ანტისემიტური განცხადებებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრად გმობს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანტისემიტურ განცხადებებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ანტისემიტიზმს ებრძოლოს, რადგან ანტისემიტური ენისთვის ადგილი არ არსებობს.

„აშშ მკაცრად გმობს პრეზიდენტ ერდოღანის ბოლოდროინდელ ანტისემიტურ კომენტარს ებრაელ ხალხთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის სხვა ლიდერებს, თავი შეიკავონ წამქეზებლური სიტყვებისგან, რამაც შემდგომი ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს. მოვუწოდებთ თურქეთს, შეუერთდეს აშშ-ს კონფლიქტის დასრულების საქმეში. ანტისემიტური ენისთვის ადგილი არ არსებობს. აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ანტისემიტიზმს ებრძოლოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ძალადობას, რომელიც ხშირად თან ახლავს ანტისემიტიზმს“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი ღაზას სექტორზე განხორციელებული თავდასხმებისთვის გააკრიტიკა და „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics