|
2021-05-17 17:58:21, 511 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
ნათია თურნავამ კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. „აღსანიშნავია ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ქვეყნის საყოველთაო ბრძოლაში. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა სახის საქმიანობა სრულად გადავიდა დისტანციურ მეთოდზე, სწორედ ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს მდგრადმა და შეუფერხებელმა მუშაობამ შეასრულა და ასრულებს მნიშვნელოვან როლს, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით," - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მიმართვაში, რომლითაც მან კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამავე დროს, 17 მაისი ასევე არის მსოფლიოს ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღეც. მინისტრის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა მკვეთრად შეცვალა კავშირგაბმულობის სფეროს სახე. „დღეს ფართოზოლოვანი მომსახურებები და ინტერნეტთან წვდომა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მაღალგანვითარებული ელექტრონული კომუნიკაციები და საინფორმაციო ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით საქართველოს ციფრული ეკონომიკის და საინფორმაციო საზოგადოების განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველოს შემდგომ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაზე, მის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაზე," - განაცხადა მინისტრმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)