|
2021-05-17 13:23:19, 520 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დასაძლევად ახალი საგადასახადო ინიციატივა წარადგინა
გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის ძირითადი თანხის გადახდა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მინისტრის თქმით, გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში. "აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებებს (მათ შორის საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანებებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადამხდელთან მიმართებაში არსებობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ დანაშაულზე. მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდება ავტომატურ რეჟიმში განხილვის დამატებითი შიდა პროცედურების გარეშე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ინიციატივა ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ ერთჯერადი ხასიათის არის და უკავშირდება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 18 მაისიდან მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს აღნიშნული საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. შემოსავლების სამსახური მათ შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის დამატებითი საკომუნიკაციო არხების, მათ შორის, გადამხდელის ავტორიზებული გვერდის საშუალებით.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)