|
2021-05-15 17:08:31, 847 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს. „ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო ქალაქი, რეგიონი და ვაქცინაციასთან ერთად შევძლოთ, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის თანმიმდევრული, თუმცა სწრაფი აღდგენა. ამავე დროს, რეისების ჩამონათვალს ძალიან მალე დაემატება რეისები ვარშავიდან და საუდის არაბეთიდან და იმ მიზნობრივი ქვეყნებიდან, საიდანაც ტრადიციულად ასეულობით ათას ტურისტს ვმასპინძლობთ“, -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა - ბათუმი - ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი - ბათუმი - კიევის მიმართულებით.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)