|
2021-05-13 17:34:13, 855 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25-ს
საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ავიაციის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა. „საკომიტეტო მოსმენისას მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ ავიაციის მიზანი არამხოლოდ საბრძოლო ოპერაციების ჩატარებაა, არამედ საჰაერო ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, სამედიცინო ევაკუირების ოპერაციების ჩატარება, სამანევრო ქვედანაყოფების საჰაერო მხარდაჭერა და სხვა მსგავსი ფუნქციების შესრულებაა. ჯუანშერ ბურჭულაძემ საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში კანონმდებლებს მიმდინარე წლის გეგმებიც გააცნო. მისი თქმით, წელს გარემონტდება 4 ერთეული „სუ-25“, 4 ერთეული „მი-24“ და 3 ერთეული „იროკეზის“ ტიპის საფრენი აპარატი. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ აღდგენა-მოდერნიზაციის პარალელურად ხორციელდება მფრინავებისა და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისი გადამზადება, რომელთა მომზადებაშიც ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები არიან ჩართული.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)