|
2021-05-13 11:48:08, 771 ნახვა
სამხედრო
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალები მრავალეროვნულ სწავლებაში „ტროას ნაკვალევი“ მონაწილეობს
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სწავლებაში მონაწილეობენ. მრავალეროვნული სწავლება „ტროას ნაკვალევი“ (Trojan Footprint) ხუთი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ერთი ქვედანაყოფი რუმინეთში გამართულ წვრთნებში მონაწილეობს, ნაწილი კი, ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად საქართველოში გადის მომზადებას. „ტროას ნაკვალევის“ ფარგლებში ჩატარებულ წვრთნებში მონაწილე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სწრაფი რეაგირების ამოცანები შეასრულეს და ჩასაფრების, შენობის შტურმით დაკავებისა და შენარჩუნების კომპონენტები შეისწავლეს. მათ წარმატებით ჩაატარეს რეიდი და მოწინააღმდეგე ძალა გაანეიტრალეს. ქართველმა სამხედროებმა ამერიკელი ინსტრუქტორებისგან დადებითი შეფასება მიიღეს. მრავალეროვნულ სწავლებაში “ტროას ნაკვალევი” საქართველო პირველად მონაწილეობს. სწავლების მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. „ტროას ნაკვალევი“ 3 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდება. სწავლებას ხუთი ქვეყანა მასპინძლობს და მასში 10 ქვეყნის (აშშ, საქართველო, ბულგარეთი, გერმანია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო) სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)