|
2021-05-09 10:55:37, 2069 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 489 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 662 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 952 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 710 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 321 919-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.55%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 300 989-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 108, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 514, აჭარაში - 499, იმერეთში - 461. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, მათ შორის, თბილისში - 479, აჭარაში - 86, იმერეთში -116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 8, იმერეთში - 15. 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 433 - თბილისში, 348 - აჭარაში. 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 622 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 757 პირი, აჭარაში - 1 946, იმერეთში - 1 157.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)