12:29 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-05 09:38:46, 1644 ნახვა

ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 3 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 382 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 3 780 ადამიანი, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 20,665,148-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 226,188-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი ე.წ. ინდური შტამის გავრცელების შემდეგ ქვეყანაში არსებული საავადმყოფოები ადგილების და ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ორ კვირაზე მეტია 3 000-ს აჭარბებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics