17:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-03 14:47:19, 1325 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის მიზანი ევროპაში განხეთქილება და უნდობლობის დათესვაა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა იუროვას განცხადებით, რუსეთის რეჟიმის მიზანი ევროპაში განეთქილება და უნდობლობის დათესვაა.

ამის შესახებ მან გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა უკვე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ პუტინის რუსეთი არ არის სტანდარტული საერთაშორისო პარტნიორი.

ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატიურები და მტკიცეები. არ ვფიქრობ, რომ კრემლის ამჟამინდელი რეჟიმი გაიგებს დიპლომატიის ენას, სანამ რუსეთი მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების წინაშე არ დადგება“, - განაცხადა იუროვამ.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ, რომ „დღევანდელ რუსეთში ყველაფერი უკავშირდება რეჟიმს და არ არსებობს მხოლოდ ეკონომიკური პროექტები“.

მისი თქმით, ყველაფერი პოლიტიკურია და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული მოქმედებები, რომლებსაც რეჟიმზე გავლენა ექნება.

ცნობისთვის, რუსეთმა გასულ კვირას რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა ევროკომისარი ვერა იუროვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics