|
2021-04-26 15:10:58, 577 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას
პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში ამ კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება და წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი - როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს. მისივე განცხადებით, დღეს, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო საბიუჯეტო სოციალური ვალდებულებებითაა გადატვირთული, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი. „ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თაოსნობით წამოვიწყეთ ახალი, მასშტაბური, 150 სახელმწიფო ქონების პროექტი და იცით, რომ პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი - როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესეო ობიექტები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის შეფასებით, გარდა იმისა, რომ აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შევა მნიშვნელოვანი თანხა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოო ჯამში, არ გვექნება არც ერთი დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობები, რომელიც არ იქნება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული და არ გვექნება გაჩერებული, ძველი ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები. „ყველაფერი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)