|
2021-04-26 14:53:51, 468 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საავიაციო მიმართულებების განვითარების ონლაინ ფორუმ „Routes Reconnected“-ზე მონაწილეობს
26-29 აპრილს „ROUTES Reconnected“ ონლაინ ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ავიაფორუმი შარშან მსოფლიო ლოქდაუნის გამო არ გამართულა. წელს კი ფორუმი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 106 აეროპორტი და 116 ავიაკომპანია. ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ეს არის პირველი მცდელობა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია კვლავ შეიკრიბოს და არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელოს. საუბარი შეეხება პანდემიის ფონზე აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა საავიაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავს პლატფორმებში მონაწილეობის მიღება. ,,ფორუმზე ჩვენს პარტნიორ ავიკოამპანიებთან და აეროპორტებთან მიმოვიხილავთ საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას უკვე აღდგენილ მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე. პანდემიის ფონზე ფაქტობრივად, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები პირველად ვიკრიბებით და 2021 წელს ავიაციის აღდგენისა და სამომავლო გემგებზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. პანდემიის ფონზე მიმდინარე ოთხდღიან ავიაფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის, ონლაინ შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის პანელები გაიმართება. რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიამიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევები, რომელიც პანდემიამ მოიტანა.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)