10:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 20:04:22, 1928 ნახვა

ომი უკრაინაში
ნიკა მელიამ კორონავირუსის ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ნიკა მელიამ კორონავირუსის ტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუს“ სპეციალური პენინიტენციურმა სამსახურმა განუცხადა.

მათივე ინფორმაციით, ნიკა მელიას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

„მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ  სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე  შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში  2021 წლის 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა  მინის ბარიერის  მიღმა,   კოვიდრეგულაციების  წესების სრული  დაცვით  განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს  შეეთავაზა სწრაფი  ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც.

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება , სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ ეტაპზე მას  ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს.  მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics