|
2021-04-23 15:13:04, 809 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საწარმოს „ფაბრიკა 1900" ესტუმრა. საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარია და შესაფუთ მასწალებს აწარმოებს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. ,,აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანიამ სრულიად ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო ააშენა. საწარმოში 14 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული, წარმოების მოცულობა კი ყოველთვიურად 600 ტონას აღწევს. შესაფუთი მასალა არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, რომელიც სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებზე მზადდება. ნათია თურნავას განცხადებით, საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით გადაიარაღდა და გაფართოვდა. „აღსანიშნავია, რომ კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, გაფართოების სერიოზული გეგმები აქვთ და „აწარმოე საქართველოში" პროგრამის დახმარებით პრაქტიკულად გაახუთმაგებენ წარმოებას. შედეგად, თუ დღეისთვის აქ 134 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ძირითადად გორიდან და მცხეთიდან, გადაიარაღებისა და გაფართოების შედეგად გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ბაზრებზე წილის გაზრდის და ჩვენ ყოველთვის დავეხმარებით ადგილობრივ წარმოებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)