|
2021-04-19 16:42:42, 1062 ნახვა
სამხედრო
22-ე ბატალიონმა GDRP-ის ფარგლებში საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით გამართა
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩაატარა. სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების ორგანიზებით ვაზიანის სასროლეთზე გაიმართა. ქვედანაყოფმა წვრთნები ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ, საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ჩაატარა. სწავლებისას ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმო. ასეულს მხარს ბატალიონის 82 და 60 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეული, JAVELIN შეიარაღების სისტემებით წარმოდგენილი ტანკსაწინააღმდეგო ოცეული, ასევე სნაიპერების ჯგუფი უჭერდა. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია დაესწრნენ. ეს უკვე მე-8 ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის - GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გადის მომზადებას. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)