09:56 - 24 May, 2026
|
2021-04-18 10:01:48, 4016 ნახვა
ომი უკრაინაში
ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - იხსნება სკოლები
ისრაელში 18 აპრილიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, იხსნება სკოლები, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ისრაელში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის მხოლოდ 95 შემთხვევა გამოვლინდა. ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა მასობრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებმა ნიღბები უნდა ატარონ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი. ისრაელი ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია შემდეგი თვიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)