|
2021-04-16 11:45:42, 667 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველომ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. როგორც მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ინვესტორები ძითადად აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან წარმოდგენილი. „საქართველომ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. გამოშვების დროს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა. მოთხოვნამ დაახლოებით, 4-ჯერ გადააჭარბა გამოცხადებულ თანხას. ეს პირველ რიგში, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკისადმი ძალიან დიდ ნდობას ნიშნავს. ინვესტორები ძითადად წარმოდგენილი არიან აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 2.75% ეს არის განაკვეთი, რომელიც აქამდე რეგიონში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ერთხმად იქნა აღნიშნული ყველა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის მხრიდან. ამ ტრანზაქციით და ამ საპროცენტო განაკვეთით ჩვენ შევქმენით ახალი ისტორიული ნიშნული, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სხვა გამომშვებებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ და გაუიაფდებათ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ეს არის საქართველოს ეკონომიკის მისი მაკროეკონომიკური მიმართულების როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული ხარისხის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტი დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს დაზოგავს. „ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე ახალი ობლიგაციებით, ფაქტობრივად, 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირება მოხდა, რომლის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით, 2,5-ჯერ უფრო მაღალი იყო - 6,875% და რომელიც 12 აპრილს დავფარეთ. აქ მნიშვნელოვანია ასევე ბიუჯეტის მხრივ კონკრეტული ეკონომიები. კერძოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი არის გაცილებით დაბალი, ბიუჯეტი დაზოგავს დაახლოებით, 350 მილიონი ლარის ოდენობის საპროცენტო შემოსავალს. ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგია, რომელიც ბოლო წლებში გაუმჯობესდა. წარმატებით წარმართული პროცესისთვის მინდა ფინანსთა სამინისტროს სახელით მადლობა გადავუხადო გუნდს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობდა, ესენი არიან საერთაშორისო საფინანსო საინვესტიციო ბანკები“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)