|
2021-04-14 00:14:57, 712 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტიდან უნგრული „ვიზეარისა“ და ყაზახური „ფლაიარისტანის“ რეგულარული ფრენები შესრულდება
18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი" შეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარი" ივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს. საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავი „ფლაიარისტანი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც განხორციელდება რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან. „2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების მნიშვნელოვანი საფუძველია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი შეფასებით, ავიაბაზარზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)