|
2021-04-10 11:25:16, 1274 ნახვა
სამხედრო
სპეციალური ოპერაციების ძალებმა „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ თვდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სპეციალური ოპერაციების ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ლეგიონის წევრებს გაცნობითი პრეზენტაცია ჩაუტარა. ისინი მებრძოლების ინდივიდუალურ აღჭურვილობასა და შეიარაღებას გაეცნენ და ინსტრუქტორების დახმარებით სერჟანტ კახა თავგორაშვილის სახელობის 300 მეტრიან სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში ვარჯიში ჩაუტარდათ. „მოგვიანებით, ლეგიონის წევრები სტრესულ სროლებში ერთმანეთს შეეჯიბრნენ და გამარჯვებულები სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მონეტით დაჯილდოვდნენ. ლეგიონის წევრებმა ბაზაზე სტუმრობისას პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)