07:44 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 15:07:53, 2187 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას 55 წელს გადაცილებული პირები შეძლებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფში გაგრძელდება.

თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართუ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.

მისივე თქმით, შემდგომი გაფართოება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაზე, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

„გუშინ, ექსპერტების კომიტეტმა როგორც ევროპის წამლის სააგენტოში, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაადასტურა, რომ „ატრაზენეკასთან“ არსებული სარგებელი აღემატება ყველა შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს, თუმცა მათ აღიარეს უიშვიათესი კავშირი თრომბოზთან. შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 შემთხვევა ერთ მილიონ მოსახლეობაზე, მაგრამ მაინც ჩაითვალა საჭირო, ყურადღების გამახვილება ამ ტიპის მონაცემებზე. ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების თაობაზე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში.

დღეს ექსპერტები საბჭომ იმსჯელა, სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯფუში, იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა. ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება 55 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოება „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციაზე, ამ ეტაპზე, არ იგეგმება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics