|
2021-04-07 16:31:14, 900 ნახვა
სამხედრო
ლატვიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრმა ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის ხელმძღვანელობით, ლატვიაში ადაჟის ბანაკში განთავსებული ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფი მოინახულა. აღნიშნული ქვედანაყოფი შესაბამისი საბრძოლო აღჭურვილობით ნატო-ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების ფარგლებში უზრუნველყოფს ალიანსის სამხრეთ აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების განმტკიცებას, თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას. თავდაცვის უწყების დელეგაციის წევრებთან ერთად მინისტრი ბაზის პოლიგონზე ლატვიური წარმოების უპილოტო საფრენი სისტემის PenguinC M2 პრაქტიკულ დემონსტრაციას დაესწრო და მის შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო ბაზაზე ვიზიტი ძალიან პროდუქტიული იყო და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. „ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ და მინდა, რომ ამ მიმართულებით ლატვიის დამოკიდებულება გავიზიაროთ, ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენი გამოცდილების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ლატვიის თავდაცვის მინისტრს არტის პაბრიკსს და ლატვიის სეიმის სპიკერს ინარა მურნიეცეს. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შეხვედრებს გამართავს ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან. ასევე, დაგეგმილია სტუმრობა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)