16:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 10:55:15, 728 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, თავი შეიკავოს უკრაინაში ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან.

ამასთანავე, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ისინი სთხოვენ რუსეთს, რომ განმარტონ აღნიშნული პროვოკაციები.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს თავი შეიკავოს ესკაპაციური ქმედებებისგან და ვთხოვთ, რომ განმარტოს აღნიშნული პროვოკაციები", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ამასთანავე, როგორც მან განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება შეშფოთებული მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი მას შემდეგ გამართა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს  პირველად ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტ, ვლადიმერ ზელენსკისთან.

 გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა შეკრიბა ჯარები და ტანკები გადაიყვანა უკრაინის საზღვართან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics