19:40 - 27 May, 2026
|
2021-04-05 12:48:17, 706 ნახვა
სამართალი
ოზურგეთში ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია ორი მცირეწლოვანი
ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა ორი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავებულები კლინიკა „მედალფაში“ არიან გადაყვანილები. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)