06:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 13:03:38, 3610 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა ხვალ შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა ხვალ შემოვა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ ჩამოვა „სინოფარმი“ 100 000 დოზა, რომელიც გახლავთ ჩინური ვაქცინა, აღიარებულია უნგრეთის მარეგულირებლის მიერ. მისი შენახვის ტემპერატურული რეჟიმი არის ჩვეულებრივი, რუტინული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში, იგივეა რაც „ასტრაზენეკასთვის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროითვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით მიმდინარეობს აცრა, კერძოდ, ესენია AstraZeneca და Pfizer-ი. იმუნიზაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელს ზემოთ მყოფი პირები არიან ჩართულნი. 5 აპრილიდან კი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 55 წელს ზემოთ მყოფი პირებიც შეძლებენ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics