|
2015-01-31 09:34:44, 1128 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძე: გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ
„გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ვერ ვისაუბრებ“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, "იმედის" ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. შოთაძის თქმით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის კავშირი განიხილება. „ყველამ ვიცით, რომ ბატონი იური საზოგადოებრივი აქტივობისა და ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო, ეს საქმე გახსნილიყო. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მისი მკვლელობა დაკავშირებულია მისი შვილის საქმესთან. შემიძლია, ამ ეტაპზე ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ვერსიაა, თუმცა გამოძიების მიერ მოპოვებულ კონკრეტულ კვალზე ამ ეტაზე ვერ ვისაუბრებ, უპირველეს ყოვლისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა ყველამ გაგვიგოს",-განაცახადა შოთაძემ. მისივე თქმით, მთავარ პროკურატურას ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესში იური ვაზაგაშვილთან აქტიური კავშირი ჰქონდა. "იური ვაზაგაშვილს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია და წვდომა ჰქონდა ამ მტკიცებულებებთან და რა თქმა უნდა, არიან მთელი რიგი მოწმეები, რომლებიც ამ საქმეზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, შესაბამისად, ამის შესახებ მეც ვიყავი ინფორმირებული, ბატონი იურიც და ყოველდღიურად ხდებოდა ჩვენს შორის ამ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, რათა რაც შეიძლება მალე დადებულიყო შედეგი და იმ კითხვებს პასუხი გასცემოდა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)