|
2021-04-01 10:16:40, 702 ნახვა
სამართალი
რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთიდან ჩამოსული 32 პირი, მათ შორის ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, 41 პირიდან, რომელიც საქართველოში ვლადიმერ პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)