|
2021-03-30 11:06:51, 851 ნახვა
სამართალი
რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. როგორც მან საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, თანამშრომლობენ მერიასთან, პროკურატურასთან და ელოდებიან საპროცესო შეთანხმებას. „განცდა ძალიან დიდ მაქვს. ერთი მაქვს სინანული, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვენდო წლების განმავლობაში, დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელიწადია მაია აქ არის და მე 4 წელი, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება მერიასთან ერთად. ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, შევიდეს თავის ბინაში და მიიღოს თავისი ქონება. მხოლოდ ამის მერე ვიქნებით მართლა თავისუფლები და ბედნიერები. ყველასთან ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, მერიასთან მაია თანამშრომლობს, პროკურატურასთან ვთანამშრომლობთ და შესაბამისად, საპროცესო გარიგებას ველოდებით“, - განაცხადა კერვალიშვილმა. ცნობისთვის, რუსუდან კერვალიშვილმა 4-წლიანი სასჯელი სრულად მოიხადა. ის „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელთან, მაია რჩეულიშვილთან ერთად თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ არის ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)