|
2021-03-29 15:44:48, 852 ნახვა
სამართალი
საია და „მთავარი არხი“ კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
საია და „მთავარი არხი" კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისიის მოტივაციამთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას. „საია და „მთავარი არხი" ერთობლივად ასაჩივრებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმას, რომლიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, მას „უხამსი“ პროგრამების ეთერში გაშვებისათვის მაუწყებლის სანქცირების უფლებამოსილებას ანიჭებს. კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის 1 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გადაცემაში „მთავარი შაბათს" ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტის გაშვების გამო. ამ სიუჟეტის ეთერში გაშვებისათვის კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ სცნო სამართალდამრღვევად. კომისიის მოტივაცია - აკონტროლოს გადაცემის უხამსი შინაარსი, მთლიანად ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების არასწორ ინტერპრეტაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)