|
2021-03-25 22:34:19, 812 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე - განახლებულმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს 173 ვაქცინირებული ტურისტი ისრაელიდან მიიღო
„პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა TAV Georgia-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის საჭირო ინვესტიციები 14 მლნ დოლარიდან 17 მლნ-მდე გაზარდა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა. თამარ არჩუაძის თქმით, გაფართოების სამუშაოები თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ უმოკლეს ვადებში დაასრულდა და დღეს უკვე ისრაელიდან 173 ვაქცინირებული ტურისტი მიიღო. წლიურად კი ბათუმის აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდა და 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება. თამარ არჩუაძემ იმედი გამოთქვა, რომ ავიაკომპანიების რიცხვი ბათუმის აეროპორტში სულ უფრო მზარდი გახდება. „2007 წლიდან პანდემიამდე ბათუმის აეროპორტში ავიაკომპანიების რიცხვი 5 ჯერ გაიზარდა. ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ აეროპორტით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დაინტერესდება. რაც საშუალებას მოგვცემს აჭარის რეგიონს მეტი ტურისტი ეწვიოს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის ისე გაფრენის მხარეს; ნაწილობრივ გაფართოვდა ბარგის დამუშავების ზონა, სარეგისტრაციო დახლები, საზღვრის დაცვის ჯიხურები, დუტი ფრის ზონა, ბიზნეს ლაუნჯი და აეროპორტის მანქანების სადგომი; აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარებით აღჭურვილი კვების ობიექტები და გაფრენის ზონაში 2 ავტობუსის გასასვლელი; მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)