20:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 23:27:29, 835 ნახვა

სამართალი
შსს-მ აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკლელობის ფაქტზე გამოძეიბა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 23 მარტს, აფრიკის დასახლებაში სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე შინგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ მოხდა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი - ს.ც.

გამომდინარე აქედან, გამოძიებაში სპეციალიზირებული გამომძიებლები ჩაერთნენ და საქმეზე გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

საქმეს მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი, კერძოდ შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვანის კუთვნილი ჩანთა.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics