|
2021-03-24 17:32:34, 525 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ტექნოპარკში ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამაში (TTPP) შერჩეული პროექტების ავტორ-მეცნიერებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მინისტრს თავიანთი პროექტები გააცნეს. ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამა (TTPP) 2019 წლის აპრილში დაიწყო და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. პროექტს ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით. პროგრამის ხანგრძლივობა სამი წელია. პროექტის ფარგლებში შეირჩა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე იდეები, კერძოდ, პროექტები, რომლებიც არის ტექნოლოგიების მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. შერჩეულ ცალკეულ პროექტებს, სპეციალურად მათთვის შემუშავებული კომერციალიზაციის გეგმებიდან გამომდინარე, აქვთ წვდომა ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებზე, მათ ინდუსტრიულ პარტნიორებთან წარსადგენად, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში 74 საპროექტო განაცხადიდან მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიების შესწავლას ბიზნესის, ტექნოლოგიის და ინტელექტუალური საკუთრების ჭრილში, 13 პროექტი გადავიდა. აღნიშნული 13 პროექტიდან შერჩეულ იქნა კომერციალიზაციის მაღალი პოტენციალის მქონე 9 ტექნოლოგია, მათი განვითარებისთვის კი შემუშავდა კომერციალიზაციის ცალკეული გეგმები, რომელთა შესაბამისად, თითოეულ პროექტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორთან ტექნოლოგიის ლიცენზირების ან სხვა გზით კომერციალიზაციის კუთხით. პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებს შორის განიხილებიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: AIRBUS, Airbus Helicopters, Naval Group, CAOSA, MMC და სხვა.
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)