|
2021-03-23 16:14:17, 1059 ნახვა
რეგიონი
შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრად საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი იმყოფებოდა
დღეს, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი. დიპლომატს თან ახლდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. დიეგო კოლასი შშმ პირთა დღის ცენტრში არსებულ ვითარებას გაეცნო. დაინტერესდა ცენტრის საქმიანობით, ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამების მომსახურებითა და სხვა საკითხებით. დღის ცენტში ბენეფიციარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარებისა და გართობისთვის, რათა თითოეულმა ბავშვმა მიიღოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სახვადასხვა მომსახურება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. კვება და ტრანსპორტირება შეადგენს ასევე მომსახურების ნაწილს. სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაუჩერით. დღის ცენტრის მიზანია ბენეფიციარების ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა, საჭიროებაზე მორგებული მომსახურება, ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)