|
2021-03-22 12:48:47, 802 ნახვა
სამართალი
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს
გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალციხის კლინიკაში მედიკოსების გამოკითხვისა და ექთნის სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის შუამდგომლობით, პროკურატურას დღეს მიმართავენ. „გადმოგვეცა გარკვეული საგამოძიებო დოკუმენტაცია. ამ დროისთვის გვაქვს თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის სამედიცინო ისტორია და გვაქვს რამდენიმე გამოკითხვის ოქმიც. პირველ რიგში, გამოძიება ჩასატარებელი არის ახალციხეში. დღეს შუამდგომლობებით მივმართავთ პროკურატურას და ვთხოვთ, გარკვეული მოწმეების გამოკითხვას; ვთხოვთ, სისხლის ნიმუშების გადმოცემას, რომ ამ ნიმუშებზე ჩავატაროთ ექსპერტიზა. ოჯახს აინტერესებს სრული სურათის დანახვა. აქ უნდა გამოვლინდეს ყველა ის დარღვევა, რამაც საბოლოო ჯამში ფატალური შედეგი გამოიწვია. ოჯახს აინტერესებს საერთოდ უნდა გაკეთებულიყო თუ არა ვაქცინა და შესაბამისად, რამდენად სწორად იყო შესწავლილი ანამნეზი. ოჯახს აინტერესებს ვაქცინაციის შემდგომ უარყოფითი ეფექტი რამდენად სწორად იქნა ნამართი და რამდენად დროულად მოხდა რეაგირება“, - განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)