|
2021-03-21 11:15:59, 628 ნახვა
სამართალი
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც თანასოფლელს ტრაქტორით დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც თანასოფლელს ტრაქტორით დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს. მას ბრალი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში ედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 18 მარტს, ღამით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრაქტორით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 1965 წელს დაბადებულ ნ.პ. რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ნ.პ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)