21:26 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 15:18:55, 928 ნახვა

სამართალი
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმართულებით იარაღიდან სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რადგან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-სთვის არ მიუმართავთ.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ.
გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics