22:25 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 13:38:41, 467 ნახვა

სამართალი
ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხავენ

„ტვ პირველის“ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან დაბარებული.

ნოდარ მელაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ორივე ჟურნალისტს სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე გამოკითხავენ.

„დღეს მე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ვართ დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება ჩვენი სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე ინფორმაცია მოგვაწოდა გონივრული ვადა არის გასული. დღეს რომ მივალ პირველი კითხვა რაც მექნება, მაინტერესებს რა გამოიძიეს, რა დაადგინეს და ვისგან მომდინარეობდა საფრთხეები. იცით, რომ შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ჩვენი და პირადად ჩემი ოჯახის წევრებზე წამოვიდა ღია მუქარა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ეს არის ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე უკვე აქვს მოპოვებული მასალები და ალბათ, დაკითხვების სერიაც ექნებათ დაწყებული“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ჟურნალისტები საგამოძიებო უწყებაში 16:30 საათზე არიან დაბარებულები.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მიმდინარე წლის 11 მარტს, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გამოძიება დაიწყო (სსკ-ის 18-109-ე).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics