|
2021-03-15 11:37:20, 625 ნახვა
რეგიონი
ანსამბლ „ფესვების“ სოლისტს 70 წელი შეუსრულდა
კულტურისა და ხელოვნების ღვაწლმოსილ მუშაკს, უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტს ოთარ ჭაღალიძეს 70 წელი შეუსრულდა. დამსახურებულ ხელოვანს, საიუბილეო თარიღი შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს წევრ გურამ ზოიძესთან ერთად მიულოცა. ოთარ ჭაღალიძე სოფელ ჭვანაში, კულტურული ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. 1972 წლიდან აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2008 წლიდან დღემდე არის შუახევის კულტურის ცენტრის უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლ „ფესვების“ სოლისტი. მან აღადგინა და ახალ თაობებს შემოუნახა წინაპრების აჭარული ფოლკლორის შედევრები და დღესაც შემართებით უზიარებს მის მდიდარ გამოცდილებას ანსამბლის წევრებსა და მომავალ თაობას. მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებში. დაჯილდოებულია მედლებით, სიგელებით, დიპლომებითა და პრემიებით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)