|
2021-03-13 10:05:32, 688 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა ინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. „დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ. SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი „Global Conservation”. SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი ტრენინგები სახეობათა ცენტრის „ნაკრესი“ მხარდაჭერით ტარდება. სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება. ამ ეტაპზე SMART პატრულირება განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118 რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების 98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80% აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის მოწყობილობებით. “UNDP-სთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა და მართვის გაუმჯობესება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს. ახალი SMART ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და საბოლოოდ ის უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას.“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა. აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები. ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებით.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)