|
2021-03-12 10:34:58, 439 ნახვა
ეკონომიკა
500 Startups-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, წარმატებით აგრძელებს სააქსელერაციო პროგრამას. 11 მარტს გამართული დემო დღის ფარგლებში, პროექტის ფინალისტებმა საკუთარი სტარტაპები ინვესტორებს წარუდგინეს. დღის ბოლოს კი ის ორი გამარჯვებული: PAYZE და Agrolabs გამოვლინდა, რომლებიც Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან. ღონისძიებაზე ის 10 კომპანია იყო წარმოდგენილი, რომელიც 140-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან შეირჩა და აქსელერაციის 3 რთული ეტაპი წარმატებით გაიარა. ესენია: Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me. ამ კომპანიებმა, პროექტის ფარგლებში, საკუთარი იდეების დახვეწაზე, მსოფლიო რანგის მენტორებთან ერთად იმუშავეს, ხოლო მათგან 5-მა სტარტაპმა: PAYZE, Kvalifika, YouTravel.me, Agrolabs, Corebook, საქართველოს ბანკისგან დამატებითი ინვესტიცია მოიპოვა. „მოხარული ვართ, რომ მსოფლიოში მოწინავე ბიზნეს აქსელერატორი წარმატებით აგრძელებს საქართველოში ოპერირებას. პროექტის ფარგლებში არაერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი იდეების დახვეწაზე მაღალკვალიფიციურ, საერთაშორისო მენტორებთან ერთად ემუშავა. უკვე პროგრამის მეორე ნაკადის გამარჯვებული სტარტაპები გამოვლინდნენ, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გასავითარებლად სან-ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრებიან. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის ყველა მონაწილეს. გვჯერა, რომ 500 Georgia-მ უკვე მნიშვნელოვანი როლს ითამაშა როგორც ქართული კომპანიების, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. შეგახსენებთ, 500 Georgia-ს პირველ ნაკადში მონაწილე კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 16.5 მლნ ლარს შეადგენს, მათგან 2 გამარჯვებული, Cardeal-ს და Cargon-ს წელს სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. 500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ – ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)