|
2021-03-10 16:04:30, 478 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ტატიშვილი - კომპანია „OMV Petrom“-ი საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს
კომპანია განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში, - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, „OMV Petrom"- თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაცია, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური, არსებობს. ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში. კონტრაქტს, გიორგი ტატიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A - ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუკ-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. „დღეს, ხელი მოვაწერეთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას კომპანია „OMV Petrom"- თან. ხელშეკრულება 25 წლიანია, 5 წლის გაგრძელების უფლებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უდიდესი კომპანია განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში. იმედი გვაქვს, რომ ძებნა-ძიება წარმატებით დასრულდება, ამის ყველა ინდიკაცია არსებობს, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური. ეს, ბუნებრივია, დაკავშირებული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიციებთან. ამ კომპანიის მიერ, ზუსტად ანალოგიურ პროექტში, რუმინეთში, ჩადებული იქნა 1.5 მლრდ აშშ დოლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კომპანიის შემოსვლით, ქვეყანაში შემოდის ახალი ტექნოლოგიები, ცოდნა, რაც გამოყენებული იქნება, არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ სახმელეთო ნაწილშიც", - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა. OMV Petrom S.A-სთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)